4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:44:46

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-07-27 17:16:54
204

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს" საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განუცხადა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 129 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.840 პროცენტით, მაქსიმალური 8.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.890 პროცენტით განისაზღვრა.

 

(NS)

Share