2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:01:28

ეროვნული ბანკის ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებს აქვეყნებს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით,  ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებს აქვეყნებს.

აღნიშნული საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს თავიანთი მოსაზრება და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს.

გთავაზობთ ნორმატიული აქტების პროექტებს:

  • მონაცემებზე დაფუძნებული მოდელების რისკების მართვის შესახებ დებულების პროექტი;
  • ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის პროექტი;
  • კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის პროექტი;
  • წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის რეგულაციის პროექტი;
  • საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის პროექტი;
  • საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, ბაზაში აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის პროექტი ; 
  • კორპორაციული მართვის კოდექსის პროექტი;
  • ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსის პროექტი კომერციული ბანკებისთვის:
  • უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის პროექტი კომერციული ბანკებისათვის.

Share