4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:42:42

ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ექსპერტების მისია საქსტატში

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ექსპერტთა მისიას უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება და მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავება.~

მისიის ფარგლებში, შეხვედრა მოეწყო  შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში სტატისტიკის ბიუროების ხელმძღვანელებთან, სასოფლო მეურნეობათა სტატისტიკური გამოკვლევის საველე პერსონალთან და გამოკვლევაში მონაწილე ფერმერებთან.

მხარეები ურთიერთობის გაგრძელებაზე და მომავალი თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

Share