
EBRD-მა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტისთვის დამატებით 10 მლნ ევრო გამოყო. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ გაფორმებული შეთანხმება, ენგურჰესის, ჰიდრომეტეოროლოგიური და ჰიდრომეტრიული სადგურების რეკონსტრუქციას ითვალსიწინებს.
"2018 წელს პროექტის განხორციელების მიზნით, EBRD-მა საქართველოს სესხის სახით, 28 მლნ. ევრო გამოუყო. გასულ წელს, წინასწარი კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს აღმოჩნდა, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი იყო ჩამოსული, გათვალეს, რომ დამატებითი სამუშაოს ღირებულება არის დაახლოებით 10 მლნ ევრო, შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, დამატებით 10 მლნ ევრო გამოყონ და ჯამში, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაზე მიემართება 38 მილიონი ევრო", - განაცხადა კაკაურიძემ.
Share