ვალუტის კურსი

EuCham-ის კვლევის "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" მიხედვით, საქართველო 70 ქულით მე-18 ადგილს იკავებს. კვლევა სულ 46 ევროპულ ქვეყანას მოიცავდა.
EuCham-ის მონაცემებით, პირველ სამ ადგილს დანიაა, შვედეთი და ნორვეგია იკავებენ. კვლევის მიხედვით, ბოლო ადგილზეა უკრაინა.
როგორც კვლევიდან ირკვევა, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, რუსეთი - 43-ზე, აზერბაიჯანი კი - 41-ზე.
ცნობისთვის, გასულ წელს საქართველო მე-16 ადილს იკავებდა.
Share