5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:55:01

საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 4,7%-ით შემცირდა

By: Admin
2020-07-27 17:16:57
204

იანვრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 4,7%-ით შემცირდა. ამის შესახებ განცხადებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, იანვრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა  74,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,7  ათასი ტონით ნაკლებია 2019 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით.

„2020 წლის იანვრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  74,7 ათასი ტონა, რაც 3,7  ათასი ტონით ანუ 4,7%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით (78,4 ათასი ტონა).

მათ შორის, 2020 წლის იანვრის თვეში  ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  42,0  ათასი ტონა (კლება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 9,7 ათასი ტონით ანუ 23%-ით),  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 32,6  ათასი ტონა (მატება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 5,9 ათასი ტონით ანუ 18%-ით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2020 წლის იანვრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 29,8  ათასი ტონა ანუ 70.9%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 12,0 ათასი ტონა ანუ 28.5%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 0,2 ათასი ტონა ანუ 0.5%.

ვეყნების მიხედვით 2020 წლის იანვრის  თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 23,2  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 22,3 ათასი ტონა (29,8%),  თურქმენეთი - 10,6 ათასი ტონა (14,1%);   ბულგარეთი  - 8,5 ათასი ტონა (11,3%), თურქეთი - 3,7 ათასი ტონა (4.9%),  საბერძნეთი -  3,6 ათასი ტონა (4,8%) და სხვ.

იანვრის თვეში ტრადიციულად საწვავის იმპორტი და მოხმარება ყოველთვის მნიშვნელოვნად ნაკლებია წლის სხვა თვეებთან შედარებით, აღნიშნული  უკავშირდება საახალწლო სადღესასწაულო დღეებს, ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებს, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება მნიშვნელოვნად კლებულობს. მომდევნო თვეებში ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად მოიმატებს“, - ვკითხულობთ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

Share