2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:56:17

საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.7 პროცენტით გაიზარდა

By: Admin
2020-07-27 17:17:06
204

საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.7 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმახიას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2020 წლის იანვარში ექსპორტმა 262.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა ხოლო იმპორტმა - 619.7მლნ აშშ დოლარი.

„2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.7 მლნ. აშშ დოლარი (3.9 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარში 357.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა“, - ვკითხულობთ საქსტატის კვლევაში.

Share