
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Euromoney „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.
როგორც „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, ეს ჯილდო მთელი გუნდის შრომის აღიარებაა.
„მოხარული ვართ, რომ საუკეთესო ბანკის წოდება ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ მოგვანიჭა. ეს ჯილდო მთელი გუნდის შრომის აღიარებაა. ამ შრომის შედეგად მუდმივად უმჯობესდება ბანკის ფინანსური შედეგები და მომხმარებლებს საუკეთესო ფინანსურ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ", -განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
პრესტიჟული ჯილდო „თიბისი ბანკმა“ უკვე მეექვსედ მიიღო, როგორც საუკეთესო ბანკმა მომხმარებელთა კმაყოფილების, მულტიჩენელის განვითრებისა და გამორჩეული ფინანსური შედეგების მიხედვით.
„თიბისი ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად Euromoney-ს მიერ 2011 წლიდან სახელდება.
აღსანიშნავია, რომ Euromoeney Magazine-ის დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში.
დაჯილდოება 20-ზე მეტი გლობალური პროდუქტის კატეგორიას მოიცავს რეგიონსა და საქართველოში, ასევე საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტის ნომინაციებს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში.
(R)
Share