4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:45:09

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო - ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა, 435 ათასი ბარელით/დღე-ღამეში, შემცირდება

By: Admin
2020-07-27 17:17:18
204

„კორონავირუსის  შედეგები ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილებისათვის მნიშვნელოვანი იქნება. ივარაუდება, რომ მოთხოვნილება შემცირდება 435 ათასი ბარელით/დღე-ღამეში“, - ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოში განაცხადეს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს მოთხოვნილების პირველი შემცირება იქნება.

„კორონავირუსის  შედეგები ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილებისათვის მნიშვნელოვანი იქნება. ივარაუდება, რომ მოთხოვნილება შემცირდება 435 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 2020 წლის პირველ კვარტალში, რაც პირველი შემცირება იქნება ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ჯამში 2020 წელს ჩვენ შევამცირეთ ნავთობზე მოთხოვნილების გლობალური ზრდის პროგნოზი 365 ათასი ბარელით დღე-ღამეში 825 ათას ბარელამდე/დღე-ღამეში, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2011 წლიდან", - ნათქვამია მოხსენებაში.

Share