3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:29:05

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ჩვენი შემოსავლები ტურიზმიდან ეკონომიკაში, 20 პროცენტამდე გაიზარდა

By: Admin
2020-07-27 17:17:18
204

 „თვეში, ჩვენი შემოსავლები ტურიზმიდან ეკონომიკაში გაიზარდა 20 პროცენტამდე“, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ქუთაისის  აეროპორტი მასშტაბური ტემპით ვითარდება.

 „ტურიზმის ინდუსტრიაში, 2020 წლის იანვარი დაიწყო შთამბეჭდავი ზრდის ტემპებით, რომელიც უდრის 19-20 პროცენტს, უშუალოდ მოგზაურების, ისევე, როგორც ტურისტების მონაცემებით. ჩვენ, ასევე, საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს უშუალოდ ტურისტების დანახარჯების კუთხით და სულ რაღაც იანვრის თვეში, ჩვენი შემოსავლები ტურიზმიდან ეკონომიკაში გაიზარდა 20 პროცენტამდე. ჩვენ გვაქვს სწორი სტრატეგია. ქუთაისის აეროპორტი ძალიან დიდი და მასშტაბური ტემპებით ვითარდება, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ ასეთივე სტატისტიკით ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ტურისტების ნაკადის შემოსვლა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Share