ვალუტის კურსი

JTI (Japan Tobacco International) საქართველოში 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებელი გახდა. კომპანიამ ჯილდო მიიღო როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, აზიაში და გლობალურად საუკეთესო დამსაქმებლის სერტიფიკატი ენიჭებათ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლებს გამორჩეულ სამუშაო პირობებს სთავაზობენ და მთავარ პრიორიტეტად თანამშრომლებს მოიაზრებენ.
JTI-მ ეს სტატუსი 2014 წლიდან დღემდე უკვე მეშვიდედ მოიპოვა. კომპანია აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომელსაც ადგენს დამოუკიდებელი HR სერტიფიცირების კომპანია Top Employers (საუკეთესო დამსაქმებლის) ინსტიტუტი.
მსოფლიოს მასშტაბით Top Employers ინსტიტუტის სერტიფიკატი და საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი მოპოვებული აქვს 1600-ზე მეტ კომპანიას 119 ქვეყანაში.
Share