
„ფონდების შესახებ კანონი არის აუცილებელი ფაქტორი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება ეკონომიკაში ფინანსური რესურსის გადანაწილების ერთადერთი საშუალებაა.
„ფონდების შესახებ კანონი არის აუცილებელი ფაქტორი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარება გახლავთ ერთადერთი ეკონომიკაში ფინანსური რესურსის გადანაწილებისთვის. დღეს ჩვენ ამ კანონზე მუშაობა დავასრულეთ და კანონმდებლობა გაეგზავნება პარლამენტს. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ეს მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესგარემოს განვითარებისა და უცხოური ინვესტიციის მოზიდვისთვის. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Share