
„ციფრები ადასტურებენ, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს სწორად და აკეთებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს“, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ფუნდამენტური რეფორმები და ეს არის სწორი რეფორმები, ზუსტად ამიტომაც აქვს ქვეყანას 5,2% -იანი ზრდა, რომელიც ერთერთი კარგი მაჩვენებელი რეგიონში.
„ფინანსთა სამინისტრო აწარმოებს და აკეთებს ძალიან ბევრ და შრომატევად საქმიანობას, რომელიც დასტურდება იმ კარგი სტატისტიკით, რომელიც ქვეყანას აქვს. რამდენიმე ციფრი მინდა წარმოგიდგინოთ და დავადასტურო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მხრიდანაც, რომ დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-ის ნაცვლად, ქვეყანამ მიიღო ზრდა 5,2% რომელიც ასევე დადასტურდა სავალუტო ფონდის მისიის ბოლო ვიზიტის დროსაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ციფრი, რომელიც მოყვანილია ბატონი მაჭავარიანის მოხსენებაში და განსაკუთრებით მგრძნობიარე ვართ ჩვენ - ფინანსისტები ამ ციფრის მიმართ, რომ როდესაც ნაერთი ბიუჯეტის ციფრებს ვნახავთ, იქ საგადასახადო შემოსავლები და განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს - თითქმის გადაჭარბებულია პროგნოზთან მიმართებაში ნახევარ მილიარდზე მეტით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ციფრები ადასტურებს იმას, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს სწორად და აკეთებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
Share