5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
15:00:33

ზალკალიანი - საქართველო არის ზღვაზე გასასვლელი კარიბჭე

By: Admin
2020-07-27 17:17:42
204

„საქართველო არის ზღვაზე გასასვლელი კარიბჭე 8 ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის ცენტრალური აზიასთან“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა მარშრუტების შესამცირებლად ევროპასა და აზიას შორის.

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქვეყნის სუვერენიტეტს. თუმცა ზალკალიანი აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი ყურადღებით აკვირდებოდა აშშ-სა და თურქეთს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ დაძაბულობას და თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას, მისი თქმით, თურქეთის ურთიერთობებში აშშ-სთან თუ რუსეთთან ყოველთვის არის აღმასვლა და პირიქით, მაგრამ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა არ იცვლება.

Share