5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:54:37

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ეროვნულ ბანკში გაიმართა, როგორც მიმდინარე საკითხებზე, ისე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები გააცნეს. ინტერესი გამოხატეს კონკრეტულ საზედამხედველო მიდგომებზე. ასევე, იმსჯელეს ლარიზაციის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით.

"საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულარულად მართავს მსგავსი ტიპის შეხვედრებს მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მთავარი მიზანია განვიხილოთ მიკროსაფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა და პრობლემები. ვფიქრობ, ამ ცვლილებებით ეროვნული ბანკი ითხოვს, რომ ქვეყანაში ის საქმიანობა, რომელიც მოსახლეობისგან თანხების მოზიდვას გულისხმობს, იყოს რეგულირებული და გამჭვირვალე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ.

ცნობისთვის, დღეისათვის ბაზარზე 85 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

Share