3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:31:02

ექსპორტის განვითრების ასოციაციას ახალი ხელმძღვანელად ანი კვარაცხელია აირჩიეს

By: Admin
2020-07-27 17:17:56
204

ექსპორტის  განვითარების ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ანი კვარაცხელია აირჩიეს, რომელიც ასოციაციას სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ შეუერთდა.

მის სახელს უკავშირდება არაერთი სახელმწიფო ინიციატივა, მათ შორის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგიის შექმნა და განვითარება.

ამასთან, ექსპორტის განვითარების ასოციაციის მმართველ და მრჩეველთა საბჭოს 3 ახალი წევრი შემოემატა. ნიკა ქურდიანი, დათუნა რაქვიაშვილი და მამუკა ბერიაშვილი სამეთვალყურეო საბჭოს ახალ გამოცდილდებას და ხედვას შესძენენ კერძო სექტორის, პოლიტიკის განვითარების, სტრატეგიისა და ინოვაციის, ბაზრის ანალიზის, ბიზნესის, სტარტ აპის განვითარების, კომუნიკაციისა და მარკეტინგის მიმართლებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ასევე არიან გვანცა მელაძე, გიორგი აბაშიშვილი და ზურა ღამბაშიძე.

ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელია 2011 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ქართული კერძო სექტორის განვითარების სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში. მათ შორისაა, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ღვინის კამპანია აზიაში (2011-2012), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმა 2013 წელს,  მეწარმეობის განვითარების სააგენტოს (აწარმოე საქართველოში) შექმნა, რომელსაც იგი 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა; ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგია და ექსპორტის დაკრედიტების სქემების საქართველოში დანერგვის იდეა. 2017-2019 წლებში კი ანი კვარაცხელია აქტიურად იყო ჩართული ანაკლიის პორტის, ქალაქისა და ეკონომიკური ზონის განვითარებაში, როგორც „სს ანაკლია სითის“ დირექტორის მოადგილე.

 

 

Share