5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:08

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლარის კურსის გამყარებაზე - ძალიან დადებითია ის ტემდენცია, რაც შეინიშნება შიდა სავალუტო ბაზარზე

By: Admin
2020-07-27 17:17:59
204

„ძალიან დადებითია ის ტემდენცია, რაც შეინიშნება შიდა სავალუტო ბაზარზე“, - ასე შეაფასა ლარის გამყარება  ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

მისი თქმით, დღეს საგარეო შოკი უკვე მოხსნილია და ეს ქმნის შიდა სავალუტო ბაზარზე დადებით ტენდენციას.

„ყველაზე მთავარი ეკონომიკისთვის, და ჩვენ ამაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, არის ლარის კურსი. ძალიან დადებითია ის ტემდენცია, რაც შეინიშნება შიდა სავალუტო ბაზარზე და გვინდა, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს. ყოველთვის ვამბობდიტ, რომ საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები. დღეს საგარეო შოკი მოხსნილია.ეს ყველაფერი კი ქმნის იმ ვითარებას, რაც არის შიდა სავალუტო ბაზარზე“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

Share