5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:16

მაჭავარიანი ლარის კურსზე - ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, საგარეო მოვლენების განვითარებასა და კორონავირუსის გამო მიმოსვლის შეფერხებაზე

By: Admin
2020-07-27 17:18:00
204

„ლარის კურსი ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, საგარეო მოვლენების განვითარებასა და კორონავირუსის გამო მიმოსვლის შეფერხებაზე“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავიანმა ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, მთავარია ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, ხელოვნური ჩარევებისაგან თავი შევიკავოთ.

„მაშინ როდესაც ლარი გაუფასურდა და ახლა როდესაც მყარდება ამ მიმართულებით პროგნოზს არც ერთი პასუხისმგებლიანი ადამიანი არ აკეთებს და არც უნდა გააკეთოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ლარი მოძებნის თავის წონასწორულ კურსს, ზოგჯერ გაუფასურებულია ზოგჯერ გამყარებულია. დღევანდელი ანალიზით, ჩვენ დღეს დაახლოებით ამ წონასწორობის დიაპაზონში ვდგავართ. რა იქნება ორ ან სამ თვეში ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ამაზე პროგნოზი არავინ არ უნდა გააკეთოს. ეს დამოკიდებული იქნება, თუ როგორ განვითარდება საგარეო მოვლენები, როგორი იქნება ტურიზმის სეზონი და ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში, კორონავირუსმა ზოგიერთ ქვეყანასთან ფრენები შეაფერხა. მთავარი არის, რომ ჩვენ ხელოვნური ჩარევებისგან თავი შევიკავოთ“,- განაცხადა  ივანე მაჭავარიანმა.

Share