ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3949 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3966 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0017ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.7280ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.7352 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0072ლარი შეადგინა.
Share