3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:31:46

გიორგი პერტაიამ კვლევითი ცენტრის „სინქ თენქის“ შექმნის პროექტი წარადგინა

By: Admin
2020-02-28 19:18:15
204

 

დღეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრების სხდომაზე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, კვლევითი ცენტრის „სინქ თენქის“ შექმნის პროექტი წარადგინა.

მანევე აღნიშნა, რომ კვლევით ცენტრს ექნება სამი ძირითადი ფუნქცია.

„სამი ფუნქცია ექნება. ერთი არის თვითონ ასეთი პრაქტიკების კვლევა და მოძიება, მეორე, მთავრობისთვის წარდგენა და საზოგადოებასთან ურთიერთობა და მათთვის კვლევის შედეგების წარდგენა“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

 

Share