ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.3949 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3966 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0017ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.7280 ლარი ეღირება, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.7352 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0072ლარი შეადგინა.
Share