
„პირველი დარტყმა მივიღეთ. ბოლო 5-6 დღის განმავლობაში, მარტი-აპრილის თვეების ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმდა“, - ასე გამოეხმაურა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი ფრენების შემცირებასა და ყოველივე იმ შედეგს, რაც კორონავირუსის გავრცელებას მოჰყვა.
ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავისი ბრალი არაა მსგავსი პრობლემის წინაშე, რომ დადგნენ.
„პირველი დარტყმა მივიღეთ. ბოლო 5-6 დღის განმავლობაში, მარტი-აპრილის თვეების ჯავშნების 80-90 პროცენტი გაუქმდა. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაბანკროტების ზღვარზეა. არ ვიცი, ხვალ რა იქნება. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავის ბრალი არ არის, ეს გლობალური თემაა და არავის დადანაშაულებას არ ვაპირებთ. ახლა სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოვიფიქროთ, რომ მინიმუმ თანამშრომლების გათავისუფლება არ დაგვჭირდეს“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
ცნობისთვის, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში ტურისზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.
Share