
„იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლოსკენ საპენსიო ფონდში დაახლოებით 600-700 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდება, ვფიქრობ მისი განთავსები სავსებით შესაძლებელია არსებულ ობლიგაციებში“, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაურმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ბაზარზე, ქართული კომპანიების და მათ შორის მთავრობის მიერ გამოშვებული 10 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდია.
,,საქართველოს ბაზარზე, ქართული კომპანიების და მათ შორის მთავრობის მიერ გამოშვებული 10 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდია. ეს მოიცავს როგორც დოლარში, ასევე ლარში ემიტირებულ ქაღალდს. ამ ათი მილიარდიდან დაახლოებით სამი მილიარდია სახაზინო ვალდებულებები. რა თქმა უნდა, არის სხვა ქაღალდიც, მაგ. ბანკების მიერ ემიტირებული ქაღალდი, არის ქართული კომპანიების მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდი და არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებული ლარში დენომინირებული ბონდებიც. იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლოსკენ საპენსიო ფონდში დაახლოებით 600-700 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდება, ვფიქრობ მისი განთავსები სავსებით შესაძლებელია არსებულ ობლიგაციებში. რაც შეეხება ბაზარს - 10 მილიარდი ლარი უკვე არსებული ბაზარია და ეს არსებული ბაზარიც იზრდება, ბაზრის თითოეული კომპონენტიც იზრდება", - განმარტავს დავით წიკლაური.
Share