3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:43:52

გახარია - ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგომარეობა

By: Admin
2020-03-27 12:15:02
204

 „ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარია აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების ზეგვალენა უკვე შეინიშნება ეკონომიკაზე, ამიტომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდ აგადაიდგას.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ეკონომიკის მინისტრი შეხვდება ტურისტული დარგის წარმომადგენლებს და მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

„ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედება ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა. ამისთვის შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა. ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში შეხვდება დარგს პირველ რიგში, ტურისტულ დარგს და ყველა იმ დარგებს, რომელთა გადაცემის ეფექტი ტურიზმიდან არის საკმაოდ სერიოზული. ჩვენ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ზეგავლენა იყო მინიმიზერბული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Share