
„რა თქმა უნდა, გარკვეული მცირედი ზეგავლენა ჯერჯერობით დღევანდელი დრისთვის ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე. პირველ რიგში, იმ დარგებზე, რომელბიც პირდაპირ არის დაკავსირებული ტურიზმთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გახარიამ აღნიშნა, რომ მტავრობა მის ხელში არსებულ ყველა რესურსს განმოიყენებს, რათა რაც შეიძლება მცირედი ზეგავლენას იქონიოს კორონავირუსის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკაზე.
„მოგეხსენებათ უწყებათაშორისი დროებითი საბრჭო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის აგრძელებს აქტიურ მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკაზე ზემოქმედების შემსუბუქებას. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდასა და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების უკვე სერიოზული პროგნნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, გარკვეული მცირედი ზეგავლენა ჯერჯერობით დღევანდელი დრისთვის ამას უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე. პირველ რიგში, იმ დარგებზე, რომელბიც პირდაპირ არის დაკავსირებული ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს მთავრობის ხელში არის, როგორც მონეტარული ასევე ფისკალური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში შეიძნა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა, ჩვენ გვესმის რომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედება ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Share