-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:16:07

მაჭავარიანი - სავალუტო ფონდში ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები გაუქმდა, მსგავსი გადაწყვეტილება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მიღებულა

By: Admin
2020-03-05 16:03:58
204

 „ჩვენი სავალუტო ფონდში ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები ამ წელს გადაწყდა, რომ გაუქმებულიყო. მსგავსი გადაწყვეტილება, ალბათ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მიღებულა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრამა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანმა აქცენტი გააკეთა იმ ეკონომიკურ ვითარებაზე, რომელიც შესაძლოა კორონავირუსის გავრცელებას მოჰყვეს.

„ჩვენ დაგვევალა და ამ დღეებში, ვაანალიზებდით იმ შესაძლო ეკონომიკურ ეფექტს, რაც შეიძლება მოხდეს ბოლო კვირების მოვლენების შედეგად და ასევე, თუ ეს პრობლემა კიდევ გაგრძელდა.

ამ შემთხვევაში, ყურადსაღებია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს გუშინელი განცხადება, სადაც მათ შეაფასეს შემდეგნაირად მსოფლიო ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენა, მათი ერთი სცენარით, 0,5% იქნება გავლენა მსოფლიიო ეკონომიკური ზრიდს, ხოლო თუ ამან პანდემიური ხასიათი შეიძინა, გავრცელდა, მაშინ, ისინი ვარაუდობე რომ 1,5% ნახევარი იქნება გავლენა მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაზე. ნავარაუდები 2.9 და უხეშად რომ ვთქვათ, შედეგი განახევრდება.

ამ კონტექსტში, ჩვენ ვფიქრობთ, თუ რამდენად გადმოგვეცემა ეს შენელება საქართველო, ჩვენ შემთხვევაში გადმოცემის მექანიზმი საკმაოდ მძლავრია, პირველი რაც ნელდება ამ შემთხვევაში, არის ტურიზმი და ზოგადად მოგზაურობა. გუშინ, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი სავალუტო ფონდში ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრები ამ წელს გადაწყდა, რომ გაუქმებულიყო. მსგავსი გადაწყვეტილება, ალბათ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მიღებულა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Share