
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქარტველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მათი ცნობით, 2019 წლის დეკემბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.9% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული.
„აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც მაღალი საკრედიტო ზრდისა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს.
მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის რისკები არ დაგროვდეს.
კომიტეტის შეფასებით, კორონავირუსის საფრთხის ზრდამ შესაძლოა დაკრედიტების ტემპი შეანელოს, რის შედეგადაც სესხების მშპ-თან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს დაუახლოვდება“, - წერს საქართველოს ეროვნული ბანკი.
Share