
საინვესტიციო საბჭოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებული აქვს და ის ეროვნულ ბანკში დასამტკიცებლად არის გადაგზავნილი. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი აცხადებს.
ბაქარ მარუაშვილის თქმით, კიდევ ერთი სიახლე საინვესტიციო მიმართულებით რომელიც ახლა საპენსიო სააგენტოში მიმდინარეობს არის სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევა.
,,ეს არის საკმაოდ კომპლექსური და მოცულობითი დოკუმენტი, ამიტომ მის შესამუშავებლად საინვესტიციო საბჭომ პროდუქტიული მუშაობა განახორციელა გასული თვეების განმავლობაში. კიდევ ერთი სიახლე საინვესტიციო მიმართულებით რომელიც ახლა საპენსიო სააგენტოში მიმდინარეობს არის სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევა. მოგეხსენებათ, ეს სერვისი საქართველოში ახლა ინერგება. პროცესი დასასრულისკენ მიდის, ბოლო ეტაპზეა, ჩემი მოლოდინით აპრილში უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება შესაძლო კანდიდატთან. სპეციალიზირებულ დეპოზიტარტთან დაკონტრაქტება კი უკვე მოგვცემს საშუალებას რომ ფასიანი ქაღალდები შევიძინოთ“, - განაცხადა ბაქარ მარუაშვილმა.
Share