4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:39:00

საპენსიო სააგენტოს რისკის კომიტეტი თითოეული ტრანზაქციის კანონთან და საინვესტიციო დოკუმენტთან შესაბამისობას შეამოწმებს

By: Admin
2020-03-27 12:14:13
204

საპენსიო სააგენტოს რისკის კომიტეტი თითოეული ტრანზაქციის კანონთან და საინვესტიციო დოკუმენტთან შესაბამისობას შეამოწმებს. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი საუბრობს.

ბაქარ მარუაშვილის განცხადებით, სპეციალიზირებული დეპოზიტარის მიერ მოხდება რისკების ადეკვატურობის შეფასება.

,,რისკის კომიტეტის მხრიდან,  იქნება წინასწარი დასტური გარკვეულ მაღალი რისკის შემცველ ტრანზაქციებზე, გაივლის რისკის გუნდს, გავაკეთებთ ადეკვატურ შეფასებას, რის საფუძველზეც შემდეგ საინვესტიციო საბჭო დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას. დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება გარკვეულ ლიმიტებთან მიმართებაში, ასევე ექნება უფროს საინვესტიციო ოფიცერს, თუმცა როგორც რისკის გუნდის მიერ, ასევე სპეციალიზირებული დეპოზიტარის მიერ მოხდება რისკების ადეკვატურობის შეფასება, ასევე კანონმდებლობასთან და სხვა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტებთან შესაბამისობის შემოწმება", - განმარტავს ბაქარ მარუაშვილი.

Share