ვალუტის კურსი

ნავთობის კოტირების დადგენის და მასზე ფასების ვარდნის შედეგად, მკვეთრად დაეცა წამყვანი ევროპული ინდექსები.
ყველაზე მეტად დაზარალდა ლონდონის ბირჟა, მისმა ინდექსმა FTSE 100 8,54% დაკარგა.
გერმანული ინდექსი DAX -მა 8,09% მოიკლო, ფრანგული CAC 40 — 6,31%-ით ხოლო იტალიური FTSE MIB — 4,95%-ით გაუფასურდა.
ევროპის ბირჟებზე ინდექსები მას შემდეგ გაუფასურდა, რაც დღეს ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და ერთი ბარელის ღირებულება 29 დოლარამდე დავიდა. - კრიზისი მას შემდეგ განვითარდა, რაც ოპეკმა და რუსეთმა ვერ შეძლეს ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. ერთ ღამეში 8-9 მარს ერთი ბარელი ღირებულება 14 დოლარით შემცირდა.
Share