
სამშაბათს აზიასა და ევროპაში ბაზრებზე მდგომარეობა ზომიერად დასტაბილურდა, ხოლო აშშ-ში საფონდო ფიუჩერსებმა 500-ზე მეტი ქულა მოიპოვეს მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამ მსოფლიო მასშტაბით პანიკა გამოიწვია.
აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის განხორციელებას ინვესტორებმა შეუწყეს ხელი. მისი გეგმის თანახმად, აშშ-ს უნდა შეემცირებინა სახელფასო გადასახადები და ამის საშუალებით დახმარებოდა მათ, ვინც საათობრივად მუშაობდნენ და კორონავირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვნად დააზარალა.
ორშაბათს აქციების ფასის ვარდნის შემდეგ, ევროპაში ვაჭრობის დაწყების პირველივე წუთებზე FTSE 100-ზე, ფრანგულ CAC40-სა და გერმანულ DAX-ზე ვაჭრობის ფასი 1%-ით გაიზარდა.
აშშ-ს ნავთობის ფიუჩერსი 6%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 33 დოლარი შეადგინა. ხოლო ბრენტის გლობალური ნიშნული დაახლოებით 4.9%-ით გაიზარდა და ბარელზე თითქმის 36 დოლარი შეადგინა.
Share