2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:49:22

"თიბისი" მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

"თიბისის" ტრანზაქციების 95% ფილიალში მისვლის გარეშე ხორციელდება.  შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი მომხმარებელს ონლაინარხების საშუალებით სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს.

 

"თიბისის" დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია  სწრაფად და მარტივად შემდეგი ტრანზაქციების განხორციელება:

 

- თანხის გადარიცხვა ანგარიშის ან მობილურის ნომრით;

- კომუნალური გადასახადების გადახდა სახლიდან გაუსვლელად;

- საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება  და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე გადახდა

- ბარათის პინ-კოდის აღდგენა;

- ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა;

- საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;

- უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;

- სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.

(R)

Share