1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:58:50

ციფრული სამყაროს საიდუმლოებანი

By: Admin
2020-03-10 17:30:26
204

თანამედროვე სამყაროს აქტივობები მეტწილად მობილიზებულია ციფრულ სივრცეში, ამიტომ მას, ვისთვისაც ციფრული სამყარო უცხოა,  ნებისმიერ სფეროში გაუჭირდება დამკვიდრება.

დღეს ყველაზე  აქტუალურ და მოთხოვნად პროფესიები არის: გრაფიკული დიზაინერი, IT სპეციალისტი, ივენთ მენეჯერი, სოციალური მედია მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი და  სხვა. ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს იმუშაოს მხოლოდ პირადი კომუნიკაციის ან ტელეფონის დახმარებით, რადგან ინფორმაციის დიდი ნაწილი ციფრულ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, სადაც არ უნდა ხედავდეთ საკუთარ განვითარებას, პირველ რიგში მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მოიძიოთ ინფორმაცია და ასევე როგორ მიაწვდინოთ ხმა თქვენს პოტენციურ მომხმარებელს ან დამქირავებელს ინტერნეტ სივრცეში.

ყველაზე პოპულარული გზები, იმისთვის რომ თქვენი თავი ან ბიზნესი სწორად და ნაყოფიერად წარმოაჩინოთ,  გადის სოციალურ მედია სივრცეებზე. იქნება ეს Facebook, Instagram, LinkedIn თუ სხვა პლატფორმა, სასურველია იცოდეთ როგორ უნდა შექმნათ პროფილი, რას ნიშნავს სწორად თავმოყრილი ინფორმაცია, როგორი ეთიკა არსებობს კომპანიებისთვის გვერდის შექმნისას, როგორ ხდება რეკლამის გაშვება. შესაძლოა არასოდეს მოგიწიოთ პირადად ამის კეთება, მაგრამ ყოველთვის გამოგადგებათ იმის ცოდნა, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები.

დაიწყეთ თქვენი განვითარების გზა გუგლის საძიებო სისტემაში, სადაც შეძლებთ მოიძიოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ზოგადი სტატიები და დეტალური ვიდეო გაკვეთილები, თუმცა გარკვეულ ეტაპზე აუცილებელია ცოდნა უშუალოდ პროფესიონალებისგან მიიღოთ, რაც მყარ საფუძველს შექმნის თქვენი სამომავლო განვითარებისთვის.

მნშვნელოვანია აირჩიოთ ისეთი ტრენინგ ცენტრი/სასწავლო დაწესებულება, სადაც პედაგოგებს ექნებათ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება და  მოქმედი პროფესიონალები იქნებიან. მოგეხსენებათ ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება და ყოველდღიურად იცვლება, ამიტომ ტრენერი, რომელიც გასწავლით მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს და თავადაც ვითარდებოდეს აღნიშნულ პლადფორმებთან ერთად.

ციფრული აკადემია არის ადგილი სადაც თქვენ შეძლებთ უმოკლეს დროში არამხოლოდ ზოგადი, არამედ დეტალური წაროდგენა შეგექმნათ სოციალურ მედია მენეჯმენტზე, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე და ციფრულ მარკეტინგზე, თქვენს შეძლებთ დამოუკიდებლად შექმნათ თქვენი ნებისმიერი წამოწყებისთვის საუკეთესო გვერდი, მოახდინოთ მისი, როგორც მოთხოვნადი პროდუქტის პოზიციონირება საძიებო სისტემაში და ისეთ ფართო სივრცეებში გაუშვათ, როგორსაც სოციალური მედია არხები გთავაზობთ.

გისურვებთ წარმატებებს!

Share