1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:02:31

„საქართველოს რკინიგზა“ - 2020 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში განხორციელებული გადაზიდვები 20%ით გაიზარდა

By: Admin
2020-03-27 12:13:43
204

„საქართველოს რკინიგზის“  მიერ, მიმდინარე წლის იანვრისა და თებერვლის თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1,88 მლნ ტონა შეადგინა. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით მეტია.

 

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ბოლო წლების მანძილზე,  2019 წელს, პირველად დაფიქსირდა ტვირთბრუნვის ზრდა და წინა წელთან შედარებით  9%-ით მოიმატა.

Share