5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:58:52

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3943 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3949 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ, 2.7281 ლარი ეღირება, დღეს კი,  მისი ღირებულება 2.7280 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

Share