1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:58:22

თურნავა - ტურიზმის სექტორს შევთავაზებთ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც კორონავირუსის ზეგავლენას შეამცირებს

By: Admin
2020-03-27 12:13:34
204

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრთან ერთად, საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო კორონავირუსის გავრცელების გამო, ეკონომიკაზე ზეგავლენის მაქსიმალურად შემცირების საკითხი.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ ტურიზმის სექტორს მთავრობამ შესთავაზოს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეფექტური იქნება.

 

"პრემიერ-მინისტრი და მასთან ერთად ჩვენც, მინისტრები ეკონომიკური სპექტრიდან, შევხვდით ერთობლივად საბანკო სექტორს. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ჩვენ ერთად ვიმუშაოთ და შევთავაზოთ ტურიზმის სექტორს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეფექტური იქნება და ამაში ჩვენც და საბანკო სექტორიც ერთიანები ვართ. მეორე ამოცანა იყო, რომ ერთმანეთისთვის გაგვეცვალა ჩვენი ხედვა, პერსპექტივა ზოგადად საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნათიამ თურნავამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share