1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:50:46

ნათია თურნავა - კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით ნეგატიური მოლოდინები არსებობს

By: Admin
2020-03-27 12:13:15
204

„სანამ  ნეგატიური გავლენა მოხდება ჩვენს ეკონომიკაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა ეკონომიკური სტიმულირების ღონისძიებებზე, ზრუნვა ბიზნესსა და დასაქმებაზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით ნეგატიური მოლოდინები არსებობს.

„რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგან პანდემია არის მსოფლიოში გამოცხადებული. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა. მანამ, სანამ  ნეგატიური გავლენა მოხდება ჩვენს ეკონომიკაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა ეკონომიკური სტიმულირების ღონისძიებებზე, ზრუნვა ბიზნესზე, ზრუნვა დასაქმებაზე. რა თქა უნდა, ამ გეგმის ცენტრალური ნაწილი იქნება ტურიზმი, რადგან ტურისტული ინდუსტრია არის ის პირველი ფრონტის ხაზზე მყოფი ინდუსტრია, რომელიც ზარალდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.  

Share