2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:49:33

გახარია - უნდა განვსაზღვროთ ეკონომიკის მასტიმულირებელი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ

By: Admin
2020-03-27 12:13:05
204

"ძირითადი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ", - ამის შესახებ ბიზნეს სექტორთან შეხვედრისას პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის გუნდა მას უნდა დაუსახელოს ის გზა, რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული წნეხის შესამცირებლად.

"ჩვენ გვექნება ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრა, ეროვნულ ბანკთან და შესაბამისად, მინისტრებთან,  აქედან მე მინდა წავიღო წინადადებები დარგების მიხედვით. ტურიზმი, დეველოპმენტი, მშენებლობა, მომსახურების სფერო, ვაჭრობა. უბრალოდ მეუბნებით ყველაზე ეფექტური რა შეიძლება იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე გარანტიებს მოგცემთ, რომ ეს ას პროცენტიანი გაკეთდება ხვალ, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ძირითადი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share