
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შიშმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდებოდა, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ნგრევა გამოიწვია. მსოფლიო ეკონომიკის სტიმულირებისთვის ხელისუფლება სხვადასხვა გზებს მიმართავს, თუმცა ვარდნის შესაჩერებლად ეს საკმარისი არაა.
აშშ - ში Dow Jones და S&P 500 - 9,5% - ით, ხოლო დიდ ბრიტანეთში ფასიანი ქაღალდების ინდექსი 10% - ით დაეცა. ეს 1987 წლის კრიზისის მსგავსი პირველი შემთხვევაა.
აშშ - სა და ევროპის ფედერალურმა სარეზერვო ფონდებმა და ცენტრალურმა ბანკებმა, საპროცენტო განაკვეთი შეამცირეს, თუმცა ეს ინვესტორებისთვის იმედის მომცემი არ აღმოჩნდა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საფონდო ბირჟები მარცხის ზღვარზეა.
ხუთშაბათს ნიუ - იორკის საფონდო ბირჟის გახსნას აქციების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა, რის გამოც ვაჭრობა 15 წუთით შეწყდა. თუმცა 15 წუთის შემდეგ, ვაჭრობის განახლებისთანავე აქციების ფასმა ვარდნა კვლავ განაგრძო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ნავთობის ფასის 30% - იან ვარდნას, გლობალური საფონდო ინდექსების ვარდნა მოჰყვა. ავსტრალიის S&P/ASX 200 - ის ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა.
იაპონიის წამყვანი Nikkei 225-ის ინდექსი 5.1%-ით, ჰონგ-კონგის ბირჟის ჰანგ-სენგის ინდექსი - 4.2%-ით, შანგჰაის კომპოზიტური ინდექსი კი, 3%-ით დაეცა.
ევროპული საფონდო ბირჟები გახსნისთანავე დაეცა - დიდი ბრიტანეთის FTSE 100 ინდექსი 8.5%-ით, გერმანიის მთავარი DAX-ის ინდექსი 7.4%-ით, იტალიის მთავარი ინდექსი კი 7.1%-ით.
"ბაზრები ზღვარზეა", - ამბობს ნილ ვილსონი, Markets.com - ის უფროსი ანალიტიკოსი. "არავინ იცის როგორ გამოიყურება მთლიანი ეკონომიკა დროებითი შეფერხების გამო."
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას - დროებით ჩაეკეტა საზღვარი ევროპის ქვეყნებისთვის, ტურისტული ფირმების აქციების ვარდნა მოჰყვა.
ფასიანი ქაღალდების ბაზარი 9 მარტს აზიაში, იაპონური Nikkei 225 ინდექსის 4,4% გაუფასურებით დამთავრდა.
ბოლო კვირის განმავლობაში ბაზრებმა ჯამში 20 % დაკარგეს, რაც შესაძლო რეცესიაზე მიგვანიშნებს.
BBC - ის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დასავლეთის სამმა მთავარმა, ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი სახსრების დიდი ნაწილი კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას მოახმარა, თუმცა - უშედეგოდ.
"ვერ ვხვდებით ასე რას უნდა შეეშინებინა ინვესტორები, ბოლო ათი დღის განმავლობაში, ცენტრალურმა ბანკებმა ძალისხმევა არ დაიშურეს ვარდნის შესაჩერებლად. გულწრფელად გეტყვით, აქ ახალი არაფერია, ტრეიდერების უმეტსესობამ იცოდა კორონავირუსი რა შედეგამდე მიიყვანდა მსოფლიო ეკონომიკას, ამიტომ დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში რეცესიას ვვარაუდობთ", - განაცხადეს საფონდო ბირჟის დამკვირვებლებმა.
Share