ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.3943 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3949 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. 1 ევრო დღეს, 2.7281 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.7280 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.
Share