5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
15:00:21

გახარია ლარის გაუფასურებაზე - ეს არის პანდემიასთან დაკავშირებული რეაქცია

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

"ლარის კურსი მოგეხსენებათ ბოლო კვირას სტაბილურად და საკმაოდ პოზიტიურად მოძრაობდა. ეს არის პანდემიასთან დაკავშირებული რეაქცია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ლარის გაუფასურება გამოწვევაა, რომელიც წყნარად უნდა გადავიტანოთ.

 

"ლარის კურსი მოგეხსენებათ ბოლო კვირას სტაბილურად და საკმაოდ პოზიტიურად მოძრაობდა. ეს არის პანდემიასთან დაკავშირებული რეაქცია. ეს არის რეაქცია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად წყნარად, მშვიდად უნდა გადავიტანოთ. ამისთვის ჩვენ დღეს გვექნება საუბარი ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთანაც. იმ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ჩამოვთვალეთ, ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ლარის კურსთან გამკლავებაშიც ეკონომიკის ზრდის სტიმულირება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share