
„პირდაპირი ფრენების რაოდენობა მინიმუმადეა დაყვანილი და ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო შემცირდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, „აირზენასთან“ თანამშრომლობით, მიმდინარეობს ევროპიდან საქართველოში ფრენების შენარჩუნება.
„რა პროცესებიც მიმდინარეობს გლობალურად, სულ უფრო მეტი და მეტი ავიაკომპანია წყვეტს ფრენებს, ეს შეეხება, რა თქმა უნდა, საქართველოსაც. პირდაპირი ფრენების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო შემცირდება. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ახლა საქართველოს მოქალაქეები სტუდენტები, სხვა კატეგორიები, ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩამოვიდნენ და იმის გამო, რომ შემცირდა ან შეწყდა საჰაერო კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნას შორის და ეს გაურთულდათ. ახლა ჩვენ მაქსიმალურ აქცენტს ვაკეთებთ ქართულ ეროვნულ კომპანიაზე, „აირზენასა“ და მის რესურსზე. „აირზენა“ მაქსიმალურად ჩვენი მხარდაჭერით აგრძელებს ფრენებს სხვადასხვა ევროპული ქალაქიდან. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევინარჩუნოთ, თუნდაც რამდენიმე მიმართულება, ევროპიდან საქართველიში, რასაც მოემსახურება არიზენა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share