4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:53:50

„თიბისი“ მომხმარებელს ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

დღეიდან, 2 თვის განმავლობაში,  „თიბისის“ მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ:

მომხმარებლების ცხოვრების კიდევ  უფრო გასამარტივებლად, „თიბისის“ დისტანციურ არხებში ფიზიკური პირები საბანკო ოპერაციების და ტრანზაქციების განხორციელებისას შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:

·         0% საკომისიო ყველა ტრანზაქციის განხორციელებისას, მათ შორის: სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე ნებისმიერ ვალუტაში,  კომუნალურ გადახდებზე, მობილურის ბალანსის შევსებაზე;

·         1%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ეროვნულ ვალუტაში გახსნისას;

·         პირველი  წლის  მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას;

·         კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და  გაზრდილი  დღიური კონვერტაციის ლიმიტი.

 

(R)

Share