3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:40:22

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2658.15 მილიონი ლარით

By: Admin
2020-03-24 17:10:25
204

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 117300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი იგივე ნიშნულზე შეუნარჩუნდებათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6195.48 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" "საზოგადოებამ და ბანკებმა" განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 1200-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6147.77 მილიონიდან  6195.48 მილიონ ლარამდე.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2658.15 მილიონი ლარით.
"წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2658.15 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 11.47%-დან 13.16%-მდეა გაზრდილი.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ერთი მხრივ გაზრდილი გაურკვევლობის, მეორე მხრივ კი - ინფლაციური რისკებისა და გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე მოსალოდნელი იყო,რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი არ შეარბილებდა რეფინანსირების განაკვეთს. ინფლაციაზე მოქმედებს ორმხრივი ფაქტორები, როგორც ზრდის, ისე შემცირების კუთხით. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციაზე უარყოფით ზეწოლას ახდენს, ხოლო საგარეო მოთხოვნის შემცირების შედეგად შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა მნიშვნელოვნად არბილებს ინფლაციურ ზეწოლას. მომდევნო თვეებშიც ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ფაქტორის გავლენა იქნება დომინანტური მომავალ პერიოდში", - განაცხადეს "საზოგადოება და ბანკებმა'.

Share