4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:09:31

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2018-09-07 13:04:57
204

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

„მოთხოვნამ შეადგინა 87 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.600 პროცენტით, მაქსიმალური 7.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.659 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 7.625 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

Share