-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:12:25

Georgin Airways - შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, დასაქმებულების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში ვუშვებთ

By: Admin
2020-03-20 17:15:28
204

"გაუქმებული რეისების გამო კომპანიაში შექმნილია ფინანსური კრიზისი და ჩვენ ვუშვებთ 95%-ს დასაქმებულების უვადო, უხელფასო შვებულებაში", - ამის შესახებ Georgian Airways-ს წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, ეცდებიან რაც შეიძება მალე დააბრუნონ დასაქმებულები სამსახურში.

"გაუქმებული რეისების გამო კომპანიაში შექმნილია ფინანსური კრიზისი და ჩვენ ვუშვებთ 95%-ს დასაქმებულების უვადო, უხელფასო შვებულებაში. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ სამსახურში. მაქსიმალურად შევეცდებით მობილიზება გავუკეთოთ ფინანსურ სახსრებს, რათა ჩვენი პროფესიონალები არ დაიკარგნონ, ის ხალხი, რომელიც 27 წლის განმავლობაში ამ ინდუსტირას ემსახურებოდა", - განაცხადა Georgian Airways-ს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, Georgian Airways დროებით ფრენებს ყველა მიმართულებით წყვეტს.

Share