4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:06:18

ყურსასმენი პატარა თუ დიდი?

By: Admin
2020-03-20 17:08:24
204

ტექნოლოგიები ვითარდება და ბაზარზე ჩნდება ახალ-ახალი გაჯეტები. განვითარდა ყურსასმენებიც, გაჩნდა უსადენო ყურსასმენები, ძალიან პატარა და ძალიან დიდი ყურსასმენები. ფართო ასორტიმენტი და მრავალფეროვნება კარგია, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან ართულებს არჩევანს.

ყურსასმენებში არსებობს ორი ძირითადი ტიპი, ეს არის ყურზე მოსათავსებელი დიდი ყურსასმენი და ყურში მოსათავსებელი პატარა ყურსასმენი. ორივეს აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი თვისებები, ასევე განსხვავდება მიზნობრიობით.

დიდი ყურსასმენები გამოირჩევა ხმის სრულყოფილებით. შედარებით ძვირადღირებული მოდელები 100%-ით ახშობს ხმას. ასევე ბოლო დროს დიდი ყურსასმენი ძალიან ტრენდული გახდა და ფაქტობრივად იმიჯის ნაწილი უფროა ვიდრე მუსიკის მოსმენის საშუალება. ისეთ ადგილებში სადაც გარშემო ხმაურია და ისეთი ადამიანებისთვის ვისთვისაც მუსიკის ჟღერადობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიდი ყურსასმენები საუკეთესო არჩევანია.

უნდა აღინიშნოს რომ ყურზე მოსათავსებელ ყურსასმენსაც აქვს უარყოფითი მხარეები. მაგალითად არ არის საკმარისად პორტატული. რათქმაუნდა არსებობს უსადენო, დასაკეცი მოდელები, თუმცა მაინც არ გამოდგება სპორტისთვის. დიდი ხნის ტარების შემდეგ ყური ხშირად ოფლიანდება, ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს სათვალეს, საყურეებს ან სულაც თმებში გაიბლანდოს.

პატარა ყურსასმენები ამ მხრივ საუკეთესოა, კომპაქტურია, მარტივია მათი ტარება და შენახვა. ამ ტიპის ყურსასმენი სამწუხაროდ აგებს ხმის ჟღერადობის მხრივ, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ბას ტონალობებს.

სამაგიეროდ ეს მოდელი მოსახერხებელია სპორტ დარბაზში ტარებისას.თუ სპორტული ცხოვრების წესი თქვენი განუყოფელი ნაწილია,სასურველია მოცემული ზომის ყურსასმენის შეძენა,რომელიც გახდის ვარჯიშის პროცესს ბევრად პროდუკტიულის და შედეგიანს.

პატარა ყურსასმენსაც შეუძლია დაახშოს გარე ხმაური, მაგრამ იმის გამო რომ მუდმივად ყურის არხშია მოთავსებული შეიძლება ტკივილი ან სმენის დაქვეითება გამოიწვიოს.

არსებობს ორივე ტიპის ყურსასმენის სხვადასხვა საფასო კატეგორია, რაც უფრო ძვირია მით უფრო ხარისხიანია პროდუქტი, თუმცა პატარა ყურსასმენები ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე ხარისხით მისი ანალოგი დიდი მოდელები.

ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი არჩევანი დამოკიდებულია ამ ნივთის მიზნობრიობაზე, თუ თქვენთვის პირველ ადგილზე მუსიკა და კარგი ჟღერადობაა, მაშინ ერთმნიშვნელოვნად დიდ ყურსასმენებს აირჩევთ, ხოლო თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია კომპაქტურობა, მოძრაობაში მოხერხებულობა და ინიჯში ნეიტრალურობა, მაშინ პატარა ყურსასმენი სწორედ თქვენთვისაა შექმნილი.

 

(R)

Share