4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:43:12

,,საქართველოს ბანკი" საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აგრძელებს მომხმარებლისთვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

,,საქართველოს ბანკი" ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანია საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აგრძელებს მომხმარებლისთვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხელი ხაზი გაძლიერებული რესურსით იმუშავებს, ბანკომატები და ჩასარიცხი აპარატები კი შეუფერხებლად. 
,, ,,საქართველოს ბანკი" საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აგრძელებს მომხმარებლისთვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას. შეუფერხებლად იმუშავებს თვითმომსახურების ცენტრებში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები. ასევე, გაძლიერებული რესურსით იმუშავებს ცხელი ხაზი. ბანკის მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით", - ნათქვამია განცხადებაში.
 საქართველოს ბანკის ყველა ციფრულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ინფორმაციის მიღება მომხმარებელს შეუძლია შემდეგ ბმულზე
https://bankofgeorgia.ge/ka/about/remote-services 

 

(R)

Share