13.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
19:25:56

Fitch-მა ნავთობის ფასის პროგნოზი ბარელზე 41 დოლარამდე შეამცირა

By: Admin
2020-03-24 17:07:18
204

Fitch-მა ნავთობის ფასის პროგნოზი შეამცირა და ფასი 41 დოლარის ოდენობით ბარელზე განისაზღვრა. "სტრესული" მიმდინარეობის დროს ექსპერტები ვარაუდობენ Brent მარკის ნავთობის საშუალო ღირებულების შემცირებას 36 დოლარამდე/ბარელზე.

ამის შესახებ ინფორმაცია „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ ავრცელებს.

ამერიკული  WTI მარკის ნავთობის ფასი 2020 წელს ივარაუდება 38 დოლარის ფარგლებში/ბარელზე, ხოლო "სტრესულ" ვარიანტში - 33 დოლარის ფარგლებში/ბარელზე.

ცნობისთვის, Fitch-ის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ 2020 წელს Brent მარკის ნავთობის ფასი იქნებოდა საშუალოდ 62,5 დოლარი/ბარელზე, თუმცა მსოფლიო ბაზრების კრახის გამო პროგნოზი შეიცვალა.

Share