
კონგრესი ვერ შეთანხმდა ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე, ამის ფონზე კი, ქვეყნები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ზომებს უფრო ამკაცრებენ, ხოლო ბაზრებზე სიტუაცია უარესდება.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ვაშინგტონში დეპუტატები გაერთიანებულები არიან იმისთვის, რომ ეკონიმიკის სტიმულირების კანონპროექტი მიიღონ, რომელიც კოროვირუსის გავრცელების გამო ეკონომიკაზე გავლენას მაქსიმალურად შეამცირებს.
დღეს რესპუბლიკელები და დემოკრატები ვერ შეთანხმდენე იმაზე, თუ თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ფინანსები. სენატის დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ GOP კანონპროექტი „დიდი კორპორატიული დაფინანსებაა", რომლის მიხედვით საავადმყოფოებისთვის ბევრად მეტი თანხა უნდა იყოს გამოყოფილი.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნბს, რომ ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე შეთანხმებას შეძლებენ. დღეს კვლავ შეიკრიბება სენატი და საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს.
Share